დიდი მადლობა ძვირფასო მეგობარო,თქვენი კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის, - ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვას უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
„"დიდი მადლობა, ძვირფასო მეგობარო, კეთილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. მეგობრული ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აცნობიერებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა. ჩვენი ხალხის კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას", - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.