ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად აქ ახლა კაზინოა, მაგრამ 26 ოქტომბრის შემდეგ აჭარაში ჩვენ განვითარების იმ ტემპს დავაბრუნებთ, რაც სამაგალითოდ იყო მიჩნეული მთელ რეგიონში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"აქ უნდა იყოს ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, მაგრამ ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში გაჩერდა ყველა ის პროექტი, რომელიც დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს პროექტიც გაჩერებულია და აქ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად არის კაზინო. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმის სტილი, მაგრამ ჩვენ გპირდებით, რომ განვითარების ის ტემპი, რომელიც იყო სამაგალითო მთელი რეგიონის მასშტაბით, გაგრძელდება ბათუმში, სრულიად აჭარაში: ჩვენ შემოვიყვანთ 5 მილიონ ტურისტს, მოვიზიდავთ 10 მილიარდის პირდაპირ ინვესტიციას, ავაშენებთ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, საკრუიზო პორტს, აუცილებლად ავაშენებთ თავისუფალ ეკონომიკურ ზონას გონიოში და ეს ყველაფერი მოხდება 26 ოქტომბრის შემდეგ", - "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.