ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროსთან ახლომდებარე ქალაქებში ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილ წყალდიდობას 237 ადამიანი ემსხვერპლა.
სამთო ქალაქ ტერესოპოლისში წყალდიდობამ მეწყერი გამოიწვია და 130 ადამიანი შეიწირა, ხოლო ვობა ფრიბურგოში 107 ადამიანი.
ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
ბრაზილიის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნოვა ფიბურგოში თავიდან 7 ადამიანი დაიღუპა, ბოლო მონაცემებით კი ეს რიცხვი 107-მდე გაიზარდა. საბოლოოდ, ამ წუთისთვის სამხრეთ ამერიკის ყველაზე დიდ ქვეყანაში დაახლოებით 250 ადამიანი იმსხვერპლა უბედურმა შემთხვევამ.