ვულოცავ გმირ უკრაინელ ერს მათი გმირული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ ჩვენს საერთო მტერზე გამარჯვებას - "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ თბილისში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის დროს განაცხადა.
გიორგი ბარამიძის თქმით, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად აუცილებლად გახდება ევროკავშირისა და ნატო წევრი ქვეყანა.
"მინდა მივულოცო ჩვენს მოძმე, გმირ უკრაინელ ერს მათი გმირული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე, მინდა ვუსურვო ჩვენს საერთო მტერზე გამარჯვება, მკვიდრი მშვიდობა და განვითარება. დარწმუნებული ვარ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება მომავალში უსაფრთხოებისა და წესრიგისა, როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში, რასაც უდიდესი გავლენა ექნება საქართველოზე, მის მშვიდობიან გამთლიანებასა და განვითარებაზე და, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვისაც და ეს მოხდება 26 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც გავუშვებთ ამ პრორუსულ, მოღალატეობრივ რეჟიმს. ეს აუცილებლად ასე მოხდება, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო გაიმარჯვებენ და აუცილებლად იქნებიან მშვიდობიანი და აყვავებული სახელმწიფოები", - განაცხადა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.