100 კი არა, ერთი ქარხანა გუგუნებს მარტო დღეს საქართველოში და ესაა „ქართული ოცნების“ ტროლების და ბოტების ქარხანა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, „ლელოს“ ერთერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა
„12 წელია გასული და არცერთი დაპირება {შესრულებულა}. თქვენ გემახსოვრებათ, ისევე როგორც მაყურებელს - 100 აგუგუნებული ქარხანა, 100 კი არა, ერთი ქარხანა გუგუნებს მარტო დღეს საქართველოში და ესაა მათი {ქართული ოცნების} ტროლების და ბოტების ქარხანა, სხვა ვერცერთი.
ვერცერთ დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს ვერ დაასახელებენ, რომელიც ხარისხიანად, ვადაში შეასრულეს და სადაც დასაქმდნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ღირსეული ანაზღაურება ჰქონდათ და უსაფრთხო შრომის პირობები. ამიტომ, ეს არის დამარცხებული ძალა და აქეთ, ძლიერი საქართველო აჩვენებს რეალურ ალტერნატივას“, - განაცხადა ანა ნაცლიშვილმა TV პირველის ეთერში.