ძიუდოს ფედერაცია ყოფილი სპორტსმენის, ვარლამ ლიპარტელიანის პოლიტიკაში წასვლას მიესალმება.
„მივესალმებით ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის გადაწყვეტილებას კარიერის პოლიტიკაში გაგრძელების თაობაზე. დაწმუნებულები ვართ, რომ მისი ყოფნა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში დადებითად აისახება არა მხოლოდ ძიუდოს და სპორტის, არამედ ზოგადად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, - წერია განცახდებაში.
"ქართულმა ოცნებამ" ვარლამ ლიპარტელიანი თბილისში, სამგორის რაიონის დელეგატად წარადგინა.