ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. გამოცემა ბათუმელების ცნობით, ორივე დაღუპული 15 წლამდეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოპედი, სადაც დაღუპულები ისხდნენ და მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.