რუსეთის ფედერაციის კონტროლის პალატამ სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებული შემოწმების შედეგად რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრების გაფლანგვა ვერ აღმოაჩინა. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთში მყოფმა რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სერგეი სტეპაშინმა სოხუმში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, მრავალი ადამიანისათვის ეს შემოწმება მოულოდნელი იყო და ეს იყო პირველი შემოწმება ერთობლივი საქმიანობისა, რომელშიც რუსეთის კონტროლის პალატის წარმომადგენლები, აფხაზური ე.წ. პარლამენტის დეპუტატები და აფხაზური ოპოზიციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
"საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები გამოვლენილი არ არის. რუსული კანონმდებლობის მიხედვით კი ამგვარი დარღვევები სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება. ის ფული რომელიც რუსეთმა გამოყო სწორედ დანიშნულებისამებრ წავიდა", _ განაცხადა სტეპაშინმა.