კობახიძე შეძახილებით და სტვენით გააგდო თბილისმა სცენიდან, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" იქნება აბსოლუტურად განადგურებული არჩევნებზე
„პრემიერ-მინისტრი შეძახილებით და სტვენით გააგდო თბილისმა სცენიდან. ეს არის ის განაჩენი, რაც "ოცნებას" გამოუტანა თბილისმა. ძალიან ხილულად და ეს არის ის განაჩენი, რომელსაც გააფორმებს თბილისი 26 ოქტომბერს, როდესაც "ქართული ოცნება" იქნება აბსოლუტურად განადგურებული არჩევნებზე. "ქართულ ოცნებას" რომ აღარ ჰყავს აღარც პოლიტიკოსები და აღარც რეალური მხარდამჭერები, მემგონი ძალიან ნათლად ხედავს ამას საზოგადოება", - განაცხადა სამადაშვილმა ტვ პირველთან.