ანტი-საოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ბრიფინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პარტია - „ჩვენ“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს. გაერთიანებაში აკია ბარბაქაძე, მიხეილ რამიშვილი და კახა გოგიძე გაწევრიანდნენ.
„დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, ახალი პოლიტიკური ძალის ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში. "ჩვენ" ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტია, რომელიც დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ, იბრძვიან და იბრძოლებენ საქართველოსთვის. ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა.
ქაცარავას ცნობით, პარტიაში საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები იქნებიან წარმოდგენილნი, რომლებიც "ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ საერთო ბრძოლაში მივაღწიოთ წარმატებას".
"ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის და ეს არის ძირითადი მიზეზი რატომაც ის ადამიანები, რომელთაც დღეს მე წარვადგენ და ეს არის ჩვენი გუნდის ნაწილი, თქვენ კარგად მიხვდებით ვინ არიან ეს ადამიანები, რატომ ჩაერთნენ და ეს არიან ადამიანები, რომლებიც არასოდეს იყვნენ ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები. ეს არიან გულწრფელი ადამიანები, პროფესიონალები თავისი საქმის და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ საერთო ბრძოლაში მივაღწიოთ წარმატებას". - თქვა ქაცარავამ.