ბორის ნემცოვს გათავისუფლებაზე უარი უთხრეს.
შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ უარყო მოძრაობა "სოლიდარობის" ლიდერის სარჩელი. მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე დაცვის მხარემ წარადგინა ვიდეომასალა, სადაც ჩანდა, რომ ოპოზიციონერი ლიდერი მილიციას წინააღმდეგობას არ უწევდა, სასამართლომ გადაწყვეტილბა მისი 15 დღიანი პატიმრობის შესახებ მაინც ძალაში დატოვა.
მოსამართლის ვერდიქტს ნემცოვის მომხრე ჟურნალისტები მთელი დღის განმავლობაში სასამართლოს შენობასთან ელოდნენ.
პუტინის მომხრე ორგანიზაციამ "ნაში" ადგილზე ერთკაციანი პიკეტიც გამართა, სადაც ნემცოვის პატიმრობაში დატოვების მოთხოვნა ისმოდა. სწორედ მასთან შელაპარაკების გამო რამდენიმე საათით დააპატიმრეს ნემცოვის ერთ-ერთი მომხრე ილია იაშინი.
უახლოეს მომავალში ნემცოვის პატომრობაში დარჩენის კანონიერებას ევროსასამართლო განიხილავს. ნემცოვის მომხრეები სასამართლოს პოლიტიკურ დაკვეთაზე საუბრობენ და მომხდარს ხოდორკოვსკი-ლებედევის საქმის გაგრძელებად მიიჩნევენ.