“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სენატორ კრის კუნსს შეხვდნენ.
ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან სენატორთან შეხვედრის მთავარი თემა ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება იყო. საუბარი ასევე შეეხო თავისუფალი ვაჭრობის და ამერიკული ინვესტიციების საქართველოში შემოსვლის საკითხებსაც.
სენატორმა კუნსმა დიდი ინტერესი გამოხატა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და აშშ შორის კიდევ უფრო გაღრმავდება პარტნიორობა
გიორგი ვაშაძის თქმით, სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც დემოკრატების ასევე რეპუბლიკელების მხრიდან
„შევხვდით სენატორ კრის კუნსს, რომელთანაც ძალიან საინეტერესო საუბარი გქვონდა.
სენატორი კუნსი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას და აღნიშნავს, რომ სენატში არსებობს ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსთან მიმართებაში, როგორც დემოკრატების ასევე რეპუბლიკელების მხრიდან.
ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, ახალ ნიშნულზე ავა 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოს და აშშ-ს შორის უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, მრავალმილიარდიანი ამერიკული ინვესტიციები შემოვა საქართველოში და შეიქმნება ძალიან ბევრი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები.”- განაცხადა ვაშაძემ.