დღეს ტალინში "კა-გე-ბე"-ს მუზეუმი სასტუმრო Sokos Hotel Viru -ს 23-ე სართულზე გაიხსნება. ეს ის შენობაა, საიდანაც საბჭოთა დროს სატელეფონო მოსმენები ხორციელდებოდა.
მუზეუმში სასტუმროში შემსვლელთა კონტროლის ფარულ საშუალებებთან ერთად საბჭოთა დროინდელი კა-გე-ბეს ამსახველი სამუშაო გარემოა აღდგენილი.