“ქართულმა ოცნებამ” შექმნა ისეთი საარჩევნო გარემო, სადაც ტექნიკურად და იურიდიულად შეუძლებელია საარჩევნო ბლოკების შექმნა და ეს მათ შეგნებულად გააკეთეს, რადგან ერთადერთი, რისიც ეშინია ივანიშვილს, ეს არის ქართველი ხალხის ერთიანობა. ამიტომაც ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა” გამოვედით ინიციატივით, რომ შეიქმნას ერთიანობის კოალიცია, ერთიანობის პოლიტიკური პლატფორმა", - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ბეჟაშვილმა საარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში რამდენჯერმე კიდევ ვნახავთ, რომელი პოლიტიკური ძალები შემოუერთდებიან ერთიანობის პლატფორმას.
ერთიანობის პოლიტიკური პლატფორმაში, „ყველა პარტიას, საზოგადო მოღვაწეს თუ პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანს ექნება საშუალება, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - ერთიანობის პლატფორმა სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა და უახლოეს მომავალში კიდევ ვნახავთ რამდენჯერმე, რომელი პოლიტიკური ძალები შემოუერთდებიან ერთიანობის პლატფორმას. დღეს საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა, ერთიანობით ივანიშვილის პარტიის დამარცხება და საქართველოსთვის ევროპული მომავლის მოპოვებაა. დღეს, რეალურად, არჩევანი არის ივანიშვილის ხელისუფლებასა და ევროპას შორის, ამიტომ 26 ოქტომბერს მოსახლეობა არჩევანს გააკეთებს ევროპისა და ერთიანობის სასარგებლოდ”, - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია ‘ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი.