რუსული კანონის შეჩერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან ამ პროცესზე გადაწყდება საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე, - ამის შესახებ განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.
კორძაიას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებული დაიცვას 78-ე მუხლი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა.“ -
„29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაინიშნა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა, რომელიც ეხება ე.წ. რუსულ კანონს. ჩვენ აუცილებლად დავესწრებით პროცესს და ვეცდებით საკონსტიტუციო სასამართლო დავარწმუნოთ იმაში, რომ ამ კანონის შეჩერება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან ამ პროცესზე გადაწყდება საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი თუ დარჩება რუსეთის ორბიტაზე. ცალსახაა ერთი რამე, რომ ევროპელები გვეუბნებიან ევროკავშირში ამ კანონით ვერ შევალთ ვერავითარ შემთხვევაში, შესაბამისად, თუ ეს კანონი დარჩება ძალაში, დაირღვევა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, გაითელება ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სასამართლო ისევეა ვალდებული დაიცვას 78-ე მუხლი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, როგორც ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო ამ ქვეყანაში. ველოდებით განხილვას და ველოდებით ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ წარმართვას.“ - განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკონსტიტუციოში სასამართლოში სარჩელი შეიტანეს რუსული კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც 29 აგვისტოს ჩაინიშნა