ყველამ ერთად, რაც უნდა გავაკეთოთ, 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირა ცხოვრება და მათ ელემენტარულად, ექიმთან მისვლა არ შეუძლიათ, - აცხადებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.
ნადირაძის თქმით, ხალხს უნდა ჰქონდეს საუკეთესო ევროპული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.
,,ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის კატასტროფულად არის გაძვირებული ცხოვრება , ფასებია გაზრდილი ყველაფერზე, პროდუქტებზე, კომუნალური გადასახადები, საწვავი, მათ შორის ძალიან გაძვირებულია სამედიცინო სერვისები, ადამიანებს უჭირთ ექიმთან მისვლა, იმიტომ რომ ძალიან ძვირია, ასევე უჭირთ მედიკამენტების ყიდვა. ამიტომ მსგავსი ტიპის ჰუმანიტარული აქციები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული სამედიცინო ჰუმანიტარული აქცია, მათთვის ეს დიდი შვებაა, ხედავთ, რომ უამრავი ადამიანია მოსული, მათ უტარდებათ სამედიცინო კონსულტაცია, ისინი იღებენ, მათ შორის უფასო მედიკამენტებს.მთავარი, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ ჩვენ ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირა ცხოვრება და მათ ელემენტარულად ექიმთან მისვლა არ შეუძლიათ. ხალხს უნდა ჰქონდეს საუკეთესო ევროპული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მას შემდეგ, რაც ჩვენ გავისტუმრებთ ქართულ ოცნებას ხელისუფლებიდან“, - აცხადებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.