26 ოქტომბრიდან, საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს აუცილებლად ექნებათ დასავლური ჯანდაცვის სისტემა, სადაც ყველა ადამიანის ჯანმრთელობას მიექცევა სათანადო ყურადღება, - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად, თბილისში ისნის რაიონში, მოსახლეობას საჭირო მედიკამენტები მიუტანა.მოსახლეობას ადგილზე დახვდნენ პროფესიონალი ექიმები, რომლებმაც უფასო კონსულტაცია გაუწიეს მოქალაქეებს.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მოქალქეების წლების განმავლობასი ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ.
,ახლა ვიმყოფებით ისნის რაიონში მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული პროექტის ფარგლებში ვხედავთ და ვისმენთ, როგორ უჭირს ხალხს. ვხედავთ რა მდგომარეობაში არიან ისინი. გადის წლები ისე, რომ ექიმთან კონსულტაციაზე მისვლას ვერ ახერხებენ, რომ მიხედონ თავიანთ ჯანმრთელობას და შესაბამისად ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვიდგებით ყოველთვის მათ გვერდით და 26 ოქტომბრიდან, აუცილებლად ამ ჩვენს უძვირფასეს მოქალაქეებს ექნებათ საქართველოში დასავლური ჯანდაცვის სისტემა, სადაც ყველა ადამიანს მიექცევა სათანადო ყურადღება და მათ აღარ მოუწევთ, რომ ასე ყურადღების მიღმა დარჩეთ თავიანთი ჯანმრთელობა“, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ, ელიაზე მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემაში, პენსიონერებისთვის გათვალისწინებული შეღავათები არ არის.
"ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე სამწუხაროდ ჯანდაცვის სისტემაში, პენსიონერებისთვის გათვალისწინებული არ არის შეღავათები, კი არის მაგალითად ოჯახის ექიმი, მაგრამ, სამწუხაროდ ის კვალიფიკაცია შეიძლება არ არის. ჰუმანიტარული დახმარებით ჩვენ შეგვიძლია მივცეთ სწორი გეზი ავადმყოფებს, სრული გამოჯანმრთელება ჩვენ ამ მომენტში, ამ კონსულტაციებით არ შეგვიძლია , მაგრამ, თუნდაც სწორი მიმართულების მიცემა საკმაოდ მნიშვნელოვანია. ესეც ერთ-ერთი გამოხატულებაა საზოგადოების ერთიანობის და ერთმანეთში მხარში დგომის, იმიტომ, რომ, არ შეიძლება მე კარგად ვიყო და იყოს ბევრი გაჭირვებული, ცხადია ეს ჩვენს პირად მდგომარეობასაც შეეხება. ერთმანეთს თუ მხარს არ დავუჭერთ და ერთმანეთისას არ გავიზიარებთ, სამწუხაროდ ისე არაფერი არ გამოვა, ძალა ერთობაშია“, - განაცხადა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა.