ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს, ვისაც ეუბნებოდი პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, ქოცებს შეეკრნენო, აუხსენი რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს და ხატია დეკანოიძეს მიმართავს.
“ახლა ზუგდიდში ჩამობრძანდი და იმ ხალხს ვისაც მელიასთან ერთად შეხვედრებზე ეუბნებოდი - პარტიაში ოლიგარქები არიან და მაგიტომ წამოვედი, ქოცებს შეეკრნენო, ენმში მხოლოდ ბელადომანები დარჩნენო და კიდეც ათას სისაძაგლეს კადრულობდი აუხსენი რომ იტყუებოდი და უსინდისო იყავი.
პირადი ეგოს დამარცხების დროაო და იმედია შენ დაამარცხე ეგ პირადი ეგო და საპარლამენტო გამსვლელის სიის ხათრით არ შეიწმინდე და არ მოხვედი უკან :დ თუმცა მე ზუსტად ვიცი რომ მაგის ხათრით და გარანტიით მოხვედი.
მიშას თუ ახსენებ ხშირად ნუ გგონია ჩვენს ამომრჩეველს არ ახსოვს რაც იკადრე“, - წერს ანა წითლიძე.
ეს დღეს, ანა წითლიძის მეორე პოსტია ხატია დეკანოიძის შესახებ.
შეგახსენებთ, ხატია დეკანოიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. მანამდე ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საპარლამენტო სიის ხათრით, კიდევ ერთი უძღები შვილი ბრუნდება დღეს პარტიაში ხატია დეკანოიძის სახით, ყველაფრის შეზელვის დიდოსტატი“.