სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.
საქსტატის ცნობით, წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით, უმუშევრობის დონე მნიშვნელოვნად - 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7 პროცენტი შეადგინა.
"2024 წლის პირველ კვარტალშიც უმუშევრობის დონე წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით ასევე მნიშვნელოვნად - 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 % შეადგინა.
ამასთან, 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში შესაბამისი კვარტლების ჭრილში დასაქმებულთა რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა. მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 60.5 ათასით გაიზარდა და მილიონ 388 ათასი შეადგინა. უმუშევართა რაოდენობა კი 47.2 ათასით შემცირდა და 219.7 ათასს გაუტოლდა.
დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 19.1 ათასით გაიზარდა და 935.8 ათასს გაუტოლდა, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა და 451.5 ათასი შეადგინა", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.