„ივანიშვილს იმიტომ სურს საქართველოს იზოლირება ევროპისგან და აშშ-გან, რომ სწორედ ფარცხალაძის მსგავსი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო, რომელიც ღარიბდება ყოველდღიურად და საიდანაც ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან", - განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ოთარ ფარცხალაძის საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებით
"საერთაშორისო კრიმინალი, აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსეთის აგენტი ოთარ ფარცხალაძე არის ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრი და „ქართული ოცნების“ კორუფციული კლანის ნაწილი, ამიტომ რუსეთში იქნება თუ საქართველოში, ის ყოველთვის ემსახურება ივანიშვილის ინტერესს და ივანიშვილს იმიტომ სურს საქართველოს იზოლირება ევროპისგან და აშშ-გან, რომ სწორედ ასეთი კრიმინალური კლანის მეშვეობით მართოს საქართველო, რომელიც ღარიბდება ყოველდღიურად და საიდანაც ათასობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოთარ ფარცხალაძე არის შემოქმედი იმ პოლიტიკური საქმეებისა, რომლის გამოც მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.