კოალიციას "ცვლილებებისთვის" პარტია "რესპუბლიკელები" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის" ოფიციალურად შეუერთდნენ.
ამის შესახებ კოალიციაში შემავალი პარტიების ლიდერებმა ზუგდიდში ბრიფინგზე ისაუბრეს.
„მე მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან, რომელთა იმედიც მექნება არჩევნებამდე და მის შემდეგ... მე მოვიგე ჩემი პირადი ბრძოლა, დავამარცხე ის ავადმყოფობა, რომლის გამოც ბევრი ტანჯვა გამოვიარე. ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა, ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად“, - თქვა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.