„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გაემგზავრა, სადაც კამალა ჰარისის, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, ოფიციალური წარდგენა მოხდება.
თინა ბოკუჩავა ჩიკაგოში„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად გაემგზავრა
„დღეს მივფრინავთ ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, სადაც მოხდება კამალა ჰარისი ოფიციალურად წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის. ცოტახნის წინ ასევე ვიმყოფებოდი რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, სადაც დონალდ ტრამპის წარდგენა მოხდა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატად. ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო ღონისძიება აშშ-ში, სადაც წარმოდგენილია სრულად ერთის მხრივ რესპუბლიკური და ახლა უკვე დემოკრატიული პარტიის ლიდერშიფი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ გავაღრმაოთ და აღვადგინოთ ურთიერთობა ამერიკა-საქართველოს შორის, რომელსაც ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ.“ - თინა ბოკუჩავამ.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს