ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, პოლიციის ერთ-ერთ შენობასთან, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, ხოლო მძიმედ დაშავდა 30.
დაღუპულია როგორც პოლიციის ოფიცრები, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, პაკისტანში ისლამისტმა ექსტრემისტებმა აფეთქებებს უმატეს, რაც ამერიკასა და პაკისტანს შორის სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობით არის გამოწვეული.