უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინას კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის ჩართვისთვის სჭირდება
აგრესორ ქვეყანასთან სამართლიანი მოლაპარაკებისთვის სჭირდება.
მან განმარტა, რომ უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.
„მაგრამ თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ მოლაპარაკებებზე - ხაზგასმით აღვნიშნავ, პოტენციურზე - ჩვენ მოგვიწევს რუსეთი დავსვათ მაგიდასთან ჩვენივე პირობებით“, - თქვა პოდოლიაკმა.
მრჩეველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა არ აპირებს ხვეწნას მოლაპარაკებების გამართვაზე. უფრო მეტიც, პირიქით - საუბარია პრაქტიკაში გამოცდილ, იძულების ეფექტურ საშუალებებზე.
„უკრაინა არ არის დაინტერესებული რუსული ტერიტორიების ოკუპაციით. ეს ცხადია, რადგან უკრაინა მხოლოდ თავდაცვით ომს აწარმოებს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. თუმცა თუ ჩვენ ვსაუბრობთ პოტენციურ მოლაპარაკებებზე – ხაზს ვუსვამ პოტენციურს – ჩვენ მოგვიწევს რუსეთის დასმა მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენი პირობებით. ჩვენ საერთოდ არ ვაპირებთ ხვეწნას: „გთხოვთ, დასხედით მოლაპარაკებებზე“. ამის ნაცვლად, გვაქვს იძულების გამოცდილი, ეფექტიანი საშუალებები. ეკონომიკურ და დიპლომატიურთან ერთად, ეს არის ასევე სამხედრო ინსტრუმენტი. რუსეთს მნიშვნელოვანი ტაქტიკური მარცხი უნდა მივაყენოთ. კურსკის რეგიონში ჩვენ ნათლად ვხედავთ, როგორ გამოიყენება ობიექტურად სამხედრო ინსტრუმენტი რუსეთის დასარწმუნებლად, ჩაერთოს სამართლიანი მოლაპარაკებების პროცესში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩაერთოს მოლაპარაკებების პროცესში და არა ტრადიციულ რუსულ პროპაგანდასა და კაპიტულაციის შანტაჟში“, – წერს პოდოლიაკი.
ასევე, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია აგრესორ ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა, რომელიც იწყებს ცვლილებას, როდესაც ომი მათ ტერიტორიაზე ღრმად შევიდა.
„ფაქტია, რომ ბოლო დრომდე აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები ძირითადად გულგრილები რჩებოდნენ ბრძოლების მიმართ, რადგან ეს უკრაინაში მიმდინარეობდა“, - წერს პოდოლიაკი.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი აღნიშნავს, რომ უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს შორის არის გარკვეული ილუზია, რომ რუსებს შორის ომის შესახებ შესაძლოა, დისკუსია მიმდინარეობდეს.
მაგრამ, როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, რუსეთში ასეთი დისკუსიები არ მიმდინარეობს; იქ პოლიტიკური საკითხები საერთოდ არ განიხილება; რუსები ომზე არ საუბრობდნენ და თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ. და ეს იმის გამო ხდება, რომ სიკვდილი და ნგრევა მათგან შორს მძვინვარებდა.
„როდესაც ომი მათ ტერიტორიაზე მივიდა, რუსებს აშკარად შეეშინდათ. ისინი შოკირებულნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ კურსკის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებს ტელევიზიის ეთერში უწოდებენ „სასაზღვრო რაიონში არსებულ სიტუაციას“, ოჯახებმა და მეგობრებმა ჩურჩული დაიწყეს ფრონტზე არსებულ რეალურ მდგომარეობაზე. ნეგატიური ცვლილებები რუსეთის მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იქნება კიდევ ერთი არგუმენტი მოლაპარაკებების დასაწყებად“, – წერს პოდოლიაკი.