თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი კალაძე აგრძელებს, ჩვენს ქალაქში ურბანულ გენოციდს , - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენ ნამორაძეზე 47 სართულიანი ცათამბჯენის აშენების ნებართვა გაიცა.
„თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი კალაძე აგრძელებს, ჩვენს ქალაქში ურბანულ გენოციდს და იქ სადაც ადრე იყო სპორტის უნივერსიტეტი , თქვენ ხედავთ რა მდგომარეობა არის ამ ტერიტორიაზე გაიცა 47 სართულიანი ცათამბჯენის აშენების ნებართვა ღარიბაშვილთამ დაახლოებულ ბიზნესმენ ნამორაძეზე და ახლა დამატებით გამოიყენეს აგვისტო და შედარებით მშვიდი პერიოდი, რომ კიდევ დამატებით 12 სართული დაუმატონ აი ამ სამშენებლო სინდიკატს, რომელიც ანადგურებს ჩვენს ქალაქს და შეუძლებს ხდის აქ ცხოვრებას.
ეს არის ურბანული სატრანსპორტო გზით, ყველანაირად გაუმართლებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან აქ 60 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა და დამატებით კიდე 20000 კვადრატული მეტრის დაშენება ამ ტერიტორიაზე გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსის გაღრმავებას და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქალაქის უფრო სავალალო სიტუაციაში ჩაგდებას ამას აკეთებს ''ქართული ოცნება'', რომელიც არის მოსწრებაზე ჩვენი ქალაქიდან ფულის ამოღებას ჩქარობენ არჩევნებამდე, იმიტომ რომ იციან არჩევნების შემდეგ დასრულდება ეს გენოციდი, მაგრამ კარგად უნდა იცოდნენ, რომ არჩვების შემდეგ შერჩება ყველა ასეთი კორუფციული პროექტი, სადაც ეს ადამიანები ყველანი ერთად: კალაძეები, ივანიშვილები, ღარიბაშვილები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები ცდილობენ ჩვენი ქალაქის დამახინჯებას.
დღეს ასევე განიხილება საკრებულოში იპოდრომის ტერიტორიის პროექტი, სადაც 77 სართულიანი 6 ცათამბჯენი უნდა ჩაიდგას და განადგურდეს ამ ქალაქის ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცე და ასევე დამატებით რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი იქნა გაყიდული, მხოლოდ დღევანდელ სხდომაზე. არის ისედაც, სავალალო მდგომარეობაში მყოფი ქალაქისთვის, კიდევ უდიდესი დარტყმა. კოალიცია ''ძლიერი საქართველო'' ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს, ვეწინააღმდეგებით ამ ურბანულ გენოციდ და ჩვენი ქალაქის დამახინჯებას. მოვიყვანენ აბსოლუტურად ყველა ბერკეტს, იმისთვის რომ შევაჩეროთ ქალაქის მაოხრებელი ამ ადამიანებსვე ეს ნაბიჯები, რომელიც გვართმევს ქალაქს. ქალაქს ართმევს სპორტის უნივერსიტეტს და ამ ტერიტორიის მეოთხედზე გადის ეს უნივერსიტეტი", - განაცხადა ბუაძემ.