რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათასკაციანი ბრიგადა გადაიყვანეს რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის წინააღმდეგ. ამის შესახებ CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
დასავლურ დაზვერვასთან დაახლოებულმა ორმა წყარომ განაცხადა, რომ რუსეთო ჯერ არ აპირებს თავისი მსხვილი და საუკეთესოდ გაწვრთნილი დანაყოფების კურსკის რეგიონში გადაყვანას.
”ჩვენ ჯერ არ გვინახავს მნიშვნელოვანი მოძრაობა და ვერ ვიტყვით რატომ: იმიტომ, რომ ისინი ახლა იწყებენ ჯარების გადაადგილებას ან იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არაფერი აქვთ გადასაადგილებელი”, - თქვა ერთ-ერთმა წყარომ.
გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, როგორც ჩანს, რუსეთი აძლიერებს კურსკის რეგიონის თავდაცვას ძირითადად მოუმზადებელი ახალწვეულებით
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის რეგიონში.ასევე გაგზავნეს სამხედრო პერსონალი ლენინგრადის სამხედრო ოლქიდან, მათ შორის კალინინგრადის ოლქიდან.
CNN აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ფრონტზე ასიათასობით ჯარისკაცი ჰყავს, ამიტომ „რამდენიმე ათასის გადაყვანას შესაძლოა მოკლევადიან პერიოდში სერიოზული შედეგები არ მოჰყვეს“.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა,ჯონ კირბიმ, CNN-ს განუცხადა, რომ რუსი სამხედროები „გადააქვტ გარკვეული რესურსები, გადჰყავთ ზოგიერთი ქვედანაყოფები კურსკის რეგიონში, რათა დაუპირისპირდეს იმას, რასაც აკეთებენ უკრაინელები“.
კირბის თქმით, უკრაინიდან ჯარების გადაყვანა „არ ნიშნავს, რომ პუტინმა მიატოვა სამხედრო ოპერაციები ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში ან თუნდაც სამხრეთში, ისეთ ადგილებში, როგორიცაა ზაპოროჟიე“. მან აღნიშნა, რომ "აქტიური საომარი მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს ფრონტზე".
ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის რეგიონში "შთამბეჭდავია სამხედრო თვალსაზრისით", მაგრამ უკრაინამ იქ საკმაოდ გამოცდილი ჯარი გაგზავნა, რომლის დაკარგვაც, მისი თქმით, არ შეიძლება.
რამდენიმე წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს დაუშვას, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენონ ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი იარაღი კურსკის რეგიონზე დარტყმისთვის, არა ესკალაციის რისკის გამო, არამედ იმიტომ, რომ მას არ შეუძლია უკრაინას ამდენი ATACMS-ის რაკეტებით მიაწოდოს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ამერიკის ხელისუფლება, მიიჩნევს, რომ უკრაინამ უნდა გამოიყენოს არსებული რაკეტები ანექსირებულ ყირიმზე დასარტყმელად.