ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ საარჩევნო ოლქებში დელეგატების წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, აღნიშნული დელეგატები კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით არჩევნებზე ხმების მობილიზაციას ცდილობენ.
„რუსეთის მსახური ხელისუფლება მარცხდება გარდაუვალად 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ამის კიდევ ერთი დასტურია მათ მიერ გუშინ წარდგენილი საარჩევნო სია ეგრეთწოდებული დელეგატებისა იმ ოდიოზური ფიგურების, რომელსაც არასდროს არანაირი კავშირი არ ჰქონიათ ქართველ ხალხთან. ისინი არასდროს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. ესენი არიან კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები. კორუფციის გზით დაგროვილი ქონებით, ცდილობენ ხმების მობილიზებას, მათ შორის არაკანონიერი გზებით ადგილებზე და სწორედ მათზე აკეთებს კვლავ გათვლას ''ქართული ოცნება'', რაც არ უნდა დაარქვან ამ ადამიანებს, მე მინდა მათ ვუთხრა, უნდათ დელეგატები დაარქვან, უნდათ სხვა რამე დაარქვან, ფაქტი არის ერთი, მაჟორიტარული სისტემა არის საქართველოს კონსტიტუციით გაუქმებულია. ტყუილია, რომ ეს ადამიანები იქნებიან ახალი მაჟორიტარები, რასაც ''ქართული ოცნება'' საზოგადოებას ეუბნება. ესენი არიან ძველი სახეები, კორუმპირებული ადგილობრივი ფეოდალები სახელის ცვლილებით მათი ბუნება არ შეიცვლება, მათ კარგად იცნობს ქართველი ამომრჩეველი. ესენი არიან ადამიანები მკაფიოდ გამოხატული პრორუსული ხაზით, ბევრი მათგანი რუსული კანონის მხარდამჭერი, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო საქართველოს ინტერესებთან. ესენი არიან წარსულის ადამიანები და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი ამ წარსულის ადამიანებს მიუჩენს საკადრის ადგილს. საქართველო კი გააგრძელებს წინსვლას, განვითარებას, პროგრეს ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
15 აგვისტოს „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა 22 დელეგატი, რომლებიც რეგიონებში საარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან.