ევროკავშირის მცდელობები, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს ქვეყანაში დემოკრატიული კურსის გარძელების შესახებ ესაუბროს, უსუსურად გამოიყურება და შედეგებს არ მოიტანს.
ამის შესახებ "რეგნუმს" პოლიტოლგმა, დონეცკის ინფორმაციის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსეი მაცუკამ გამუცხადა.
პოლიტილოგის შეფასებით, უკრაინის პრეზიდეტმა უარი თქვა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებს კურსზე და საპირისპირო მიმართულებით წავიდა - უკან საბჭოთა კავშირისკენ.
"კარგი იქნება, თუ უკრაინის პრეზიდენტის ქმედებები ევროპულ პოლიტიკურ წრეებში ცუდ ტონად ჩაითვლება, რადგან ის არის დამნაშავე, რომ უკრაინამ დემოკრატიულ განვითარებაზე და ორიენტაციაზე უარი თქვა ავტორიტარიზმის სასარგებლოდ. ყველა გაფრთხილება ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მიმართ რჩება მხოლოდ სიტყვებად, რადგან უკრაინის ხელისუფლება ისევ საბჭოთა მენტალიტეტით მოქმედებს", - აღნიშნა უკრაინელმა პოლიტოლოგმა.
მისივე შეფასებით, უკრაინის ხელისუფლებისთვის, როგორც საბჭოთა დროს მთავარი გარეგნული მხარეა - კედლის გაზეთები, პორტრეტები და მათთვის სულ ერთია საზოგადოება, მოქალაქეები, ამომრჩევლები და ასევე ნათელია პრეზიდენტ იანუკოვიჩის ქმედებებიდან მისი ჰომო-საბჭოთა ორმაგი მორალი.
ამასთან, უკრაინელი პოლიტოლოგი ევროპელების ყველაზე დიდ შეცდომად იმას თვლის, რომ მათ უკრაინის ხელისუფლების დაპირებების კიდევ სჯერათ.
"ევროპელ პოლიტიკოსებს ნაკლებად უნდა სჯეროდეთ ვიქტორ იანუკოვიჩის სიტყვების, რადგან მისი არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შესრულდა, ხოლო საზოგადოების მხრიდან მონიტორინგის განხორცილებიაზე გულგრილობა იწვევს ხელისუფლების თვითნებობას, რასაც მოსახლეობის უნდობლობა მოსდევს.
ალექსეი მაცუკას შეფასებით, ევროპელები მიეჩვივნენ ენდნენ პოლიტიკოსებსა და მათი პოლიტიკას, მაგრამ უკრაინაში ასეთი პოლიტიკა არ არსებობს, რომელიც ნდობას იმსახურებს.
"ევროკაშვირს პოლიტიკაა საზოგადოების წინაშე ველდებულების აღება, ხოლო უკრაინაში პოლიტიკა ბიზნესისთვის ჯავშანად გამოიყენება. არ შეიძლება ენდო ინუკოვიჩს, რადგან ყველა მისი განცხადება ტყულია. ის, ანტიუკრაინული და ანტიევროპული პოლიტიკოსია. სამწუხაროდ, 20 წლის შემდეგ ჩვენი მოქალაქეები საბჭოთა კავშირში დაბრუნებას პაიკის როლში კვლავ ითხოვენ", - აღნიშნა პოლიტოლოგმა.