რუსეთის ლიპეცკის ოლქზე დრონებით თავდასხმის გამო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ოლქის გუბერნატორის იგორ არტამანოვის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს კოპცევი ხუტორიდაბ, ფედოროვკადან, იაკოვლევკადან და ტინკოვკადამ მოსახლეობის ევაკუაცია.
„ფეთქებადსაშიში ობიექტების აფეთქების შედეგების აღმოსაფხვრელად ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყდა დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, – აღნიშნავს რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი.
მოგვიანებით, გუბერნატორმა განაცხადა, რომ შეჩერდება ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე მოითხოვა, რომ საწარმოებმა არ ჩართონ თანამშრომლები სამუშაოებში, სანამ წითელი განგაშის დონე არ მოიხსნება.