ოკუპაცია არ დაგვვიწყებია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
მისი თქმით, აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს.
„აგვისტო საქართველოს ისტორიის ტრაგიკულ მეხსიერებას ატარებს. 16 წელი რუსეთის ბოლო შემოჭრიდან, ოკუპაცია არ დაგვვიწყებია! ჩვენ არასოდეს შევეგუებით და მივიღებთ მას!
საქართველო მტკიცედ დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ დაუპირისპირდება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას, - წერს ზურაბიშვილი.