მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2014 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. "პიჯაკების" საქმესთან დაკავშირებით, 2013 წლიდან საპრეზიდენტო ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოს" მოხსნა.
ახლა ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს, ყველაზე წარმომადგენლობითი ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ჩემს გაჩუმებას, ესაა მისი დემოკრატიული პლატფორმა?
დემოკრატია ხომ პირველ რიგში სამართლიანობა და თანასწორუფლებიანობა არის, ასე როგორ შევქმნით სამართლიანსა და დემოკრატიულ სახელმწიფოს?
თუკი ჩვენი მიზანი ქვეყნის გადარჩენა და გაძლიერებაა, ჩემი ღრმა რწმენით, მიუხედავად ყველაფრისა ერთიანობას და თანადგომას ალტერნატივა არ აქვს“, - წერს სააკაშვილი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ყოფილ პრეზიდენტს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ამაზე "ერთხელ სამუდამოდ" პასუხი გაცემულია.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის აქტუალიზაცია ქართულ ოცნებას სჭირდება.