შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებს 8 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანი ლუიზიანას შტატში მომხდარი ავარიების შედეგად დაიღუპა.
აშშ-ში უამინდობა კვლავ გრძელდება. ამ დროისთვის 49 შტატი თოვლითაა დაფარული. ქარბუქის გამო, სამხრეთ შტატებში შეფერხებით მუშაობს აეროპორტები, გადადებულია ასობით რეისი.
დროებით დახურულია სკოლებიც. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა ქვეყანაში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.