სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, ის მათი ბოლო იმედია, ამომრჩევლის შესაშინებლად, - ამის შესახებ საქათველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციოაზე განაცხადა.
ზურაბიშვილს კითხვა დაუსვეს, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამაზე ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია.
"ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაცემულია. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ სააკაშვილის აქტუალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებას სჭირდება. ნიშანდობლივია, რომ ყველა მისი სასამართლო ინიშნება ახლა და ყველა სასამართლოზე აძლევენ პირდაპირ ტრანსლაციას. ასეთი რამე მე არსად მინახავს. პირდაპირ ტრანსლაციას აძლევენ შეუზღუდავად, რომ პოლიტიკური გზავნილები გააკეთოს იქიდან იმიტომ, რომ ოცნების ბოლო იმედი არის ის, რომ ამომრჩეველი შეაშინოს სააკაშვილით. დღეს აქტუალური არ არის სააკაშვილი, დღეს აქტუალურია, რა მომავალი ექნება საქართველოს, ჯერ საქართველო უნდა გადავარჩინოთ და მერე სააკაშვილის ბედიც იქნება თავის ადგილას"- თქვა ზურაბიშვილმა.