რა უფლება აქვს პრემიერს თქვას, რომ ოკუპაცია არის მოცემულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ზურაბიშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ფაქტობრივი მოცემულობაა.
“კიდევ უფრო აღმაშფოთებელი არის პრემიერის სიტყვები ბოლო პერიოდში, თურმე ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის მოცემულობა. მე ასეთი განცხადება არავისგან ქართულ პოლიტიკაში, არცერთი პარტიიდან ამდენი წლის მანძილზე არასოდეს არ გამიგია და მიკვრის, რომ მეტი რეაგირება ამას არ მოჰყვა. რა უფლება აქვს ქვეყნის პრემიერს, რომ თქვას, რომ ეს სიტუაცია არის მოცემულობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.