ყველა კვალდაკვალ მიყვება მიშას ავტორიტარული რეჟიმის ნაბიჯებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
„ყველამ იცის, რომ კორუფცია არის აწეული ისეთ ნიშნულზე, როგორიც არ გვინახავს. მიშას დროსაც არა უშავდა, ბოლო დროში ელიტურ კორუფციაზე ყველა საუბრობდა უცხოეთში მაინც, აქაც ვიცოდით და ვიცოდით რა წნეხი იყო ბიზნესზე. დღეს ეს არის გაათმაგებული და სხვათა შორის, ძალიან საინტერესოა, როგორ მიყვება ყველა კვალდაკვალ მიშას ავტორიტარული რეჟიმის ნაბიჯებს. კარგ ნაბიჯებს რეფორმებზე, რაც დასაწყისში იყო, იმას არ მიჰყვებიან და ამ ნაწილს [კორუფცია], იცოცხლეთ, კარგად ასრულებენ და გადააჭარბეს კიდეც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.