ცხინვალიდან ახალგორისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა დაჩქარებული ტემპებით შენდება. ეს განცხადება ახალგორის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ჯუსოევმა გააკეთა. მისი თქმით გზა მიმდინარე წლის ბოლოსათვის იქნება მზად.
"გზა მოასფალტებული იქნება. მოსალოდნელია, რომ გზა მაღალი ხარისხის იქნება. მისი აღჭურვა იგეგმება ყველა არსებულიYთანამედროვე ინფრასტრუქტურით. მასზე იქნება სადგომები დიდი ავტომობილებისათვის, გაჩერებები ავტობუსებისათვის, ხმაურის ჩამხშობი ეკრანები, ორი მოედანი ვერტმფრენებისათვის, რომლებიც შესაძლოა საგანგებო სიტუაციაში იქნეს საჭირო", _ აცხადებს ჯუსოევი.
ახალი გზის სიგრძე 72-74 კმ. იქნება, მისი სავალი ნაწილის სიფართე კი 7 მეტრი.
მასალის გამოყენების პირობები