ახალგორის რაიონში სეპარატისტები საავადმყოფოს გაარემონტებენ. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, საავადმყოფოს რეკონსტრუქციისათვის 30 მილიონი რუსული რუბლი უკვე გამოყვეს.
ახალგორის ე.წ. გამგებელი ალან ჯუსოევი აცხადებს, რომ საავადმყოფოს რეკონსტრუქცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმის ფარგლებში წარიმართება.
მისივე თქმით, საავადმყოფოს შტატი დღეისათვის 47 ადამიანს შეადგენს. რაიონში ასევე ფუნქციონირებს "სასწრაფო დახმარება" და პოლიკლინიკა.
"მთავარი ექიმი ზაურ მარგიევი კი სამხრეთ ოსეთის 2010 წლის საუკეთესო ექიმად დასახელა. მიუხედავად ამისა ჯანდაცვის სფეროში სპეციალისტებთან დაკავშირებით სიტუაცია რთული რჩება. ეს საკითხი ამჟამად განხილვის სტადიაში იმყოფება. საავადმყოფოს რეკონსტრუქციის შემდეგ დადგება საკითხი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენისა და კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვისა", _ აცხადებს ალან ჯუსოევი.