ავსტრალიის გარდა წყალდიდობაა ბრაზილიაშიც.
ქალაქ სამპაულოში სამდღიან გადაუღებელ წვიმას 13 ადამიანი ემსხვერპლა. მთავრობა შიშობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს, რადგან მოსახლეობის უმეტესობას საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვება არ სურს.
ქუჩებში, წყლის ნაკადსა და ტალახში ასობით მანქანაა გაჭედილი.
მეტეოროლოგები უახლოესი დღეების განმავლობაში კვლავ ძლიერ წვიმას ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ წყალდიდობაა ავსტრალიაშიც, სადაც მხოლოდ ბოლო სამი დღის განმავლობაში 14 ადამიანია დაღუპული.