ოჰაიოს სენატორმა ჯეიმს დევიდ ვენსმა, რომელიც აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია, თქვა, რომ დონალდ ტრამპს მის მიერ წლების წინ გამოთქმული კრიტიკა არ აინტერესებს.
ამის შესახებ ვენსმა ABC News-ს განუცხადა.
კითხვაზე, ისაუბრა თუ არა ტრამპთან მისკრიტიკაზე, ვენსმა დადებითად უპასუხა.
"მას {ტრამპს} აქვს სპილოს მსგავსი მეხსიერება და რა თქმა უნდა ახსოვს კრიტიკა. მაგრამ ჩემი აზრით, აქ მედიას, ნამდვილად არ ესმის ტრამპის. დონალდ ტრამპი აღიარებს, რომ ადამიანებს შეუძლიათ შეიცვალონ აზრი. “- თქვა ვენსმა.
„არ აინტერესებს ის, რაც მე ვთქვი რვა წლის წინ. მას აინტერესებს, შევძლებთ თუ არა წარმატებით ვმართოთ ქვეყანა ერთად“, - განაცხადა ვენსმა ტრამპზე.
39 წლის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი ყოველთვის არ უჭერდა მხარს დონალდ ტრამპს და რამდენიმე წლის წინ მას ყველაზე დამამცირებელ სიტყვებს უწოდებდა.
„მე ყოველთვის ტრამპის წინააღმდეგი ვიყავი. მე ის არასოდეს მომწონდა." "უფალო, რა იდიოტია!" "ის ჩემთვის ნაბიჭვარია." ეს არის მხოლოდ რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც ვენსმა თქვა დონალდ ტრამპის შესახებ 2016 წელს.
იმავე წელს მან მისწერა პირადი შეტყობინება ერთ-ერთ თავის კოლეგას ფეისბუქზე: „ზოგჯერ მე ვფიქრობ, რომ ტრამპი ცინიკური ნაბიჭვარია, ზოგჯერ კი ვფიქრობ, რომ ის ამერიკელი ჰიტლერია“.