39 წლის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი ოჰაიოს შტატიდან, რომელიც დონალდ ტრამპმა ახლახან დაასახელა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, ყოველთვის არ უჭერდა მხარს დონალდ ტრამპს და რამდენიმე წლის წინ მას ყველაზე დამამცირებელ სიტყვებს უწოდებდა. წერს BBC
„მე ყოველთვის ტრამპის წინააღმდეგი ვიყავი. მე ის არასოდეს მომწონდა." "უფალო, რა იდიოტია!" "ის ჩემთვის ნაბიჭვარია." ეს არის მხოლოდ რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც ვენსმა თქვა დონალდ ტრამპის შესახებ 2016 წელს, მისი მემუარების, გამოქვეყნებიდან მალევე, რამაც იგი ცნობილ ადამიანად აქცია.
იმავე წელს მან მისწერა პირადი შეტყობინება ერთ-ერთ თავის კოლეგას ფეისბუქზე: „ზოგჯერ მე ვფიქრობ, რომ ტრამპი ცინიკური ნაბიჭვარია, ზოგჯერ კი ვფიქრობ, რომ ის ამერიკელი ჰიტლერია“
მაგრამ რამდენიმე წელიწადში ვენსი ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე სანდო მოკავშირედ იქცა. ახლა ოჰაიოს სენატორი და მისი პარტნიორია საარჩევნო კამპანიაში, ასევე კანდიდატობის მთავარი პრედენდენტი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიიდან.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.