აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტუ და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth social-ში წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ოჰაიოს სენატორი, ჯეიმს დევიდ ვენსი დაასახელა.
„ხანგრძლივი მსჯელობისა და ფიქრის შემდეგ, ბევრი სხვა ადამიანის უზარმაზარი ნიჭის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, რომ ყველაზე შესაფერისი ადამიანი შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ოჰაიოს შტატის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსია“, – წერს ტრამპი.