აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა, სავარაუდოდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“. მისი ეს განცხადება შესაძლოა უკრაინის საზღვრების შესაძლო ცვლილებაზე მიანიშნებდეს.
ამის შესახებ ტრამპმა ტელეკომპანია CBS-ის გადაცემაში „60 წუთი“ ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ელის თუ არა, რომ ომის დასრულების შემდეგ ყველაფერი მოგვარდება და უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დარჩება, ტრამპმა უპასუხა:
„ვფიქრობ, ამას შევძლებთ და ვფიქრობ, ეს მოხდება. საბოლოოდ, ისინი უკრაინას ოდნავ განსხვავებული ფორმით მიიღებენ“, - თქვა მან.
ტრამპმა ასევე გაიხსენა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდი და კვლავ განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინას, მისი მტკიცებით, 350 მილიარდი დოლარის ნაღდი ფული და შეიარაღება გადასცა.
ამის ნაცვლად, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, მას უკრაინისთვის არაფერი გადაუცია და უკრაინისთვის იარაღს ევრო
ტრამპის თქმით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უზარმაზარი რაოდენობის შეიარაღება მიაწოდა, თანაც, როგორც თავად აღნიშნა, „მსოფლიოში საუკეთესო“, თუმცა სანაცვლოდ არაფერი მიუღია.
ჟურნალისტმა მას შეახსენა, რომ სანაცვლოდ ამერიკამ უკრაინის დამოუკიდებლობა მიიღო.
თუმცა ტრამპი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ეს ჯერ არ მიუღია.
„თქვენ ჯერ საერთოდ არაფერი მიგიღიათ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა ტრამპმა. სავარაუდოდ, ის სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგებსა და ომის დასრულებას გულისხმობდა.
ამის შემდეგ ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, ხედავს თუ არა მომავალში უკრაინას, როგორც თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს.
პასუხის დასასრულს ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ეს ომი არასდროს დაიწყებოდა“, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო.