ორი ადამიანი დაიღუპა იტალიაში ღორის გრიპის შედეგად. H1N1-ის ვირუსის პირველი მსხვერპლი 40 წლის ქალბატონი გახლდათ, რომელიც უდინის პროვინციაში გარდაიცვალა. ღორის გრიპის მეორე შემთხვევას კი 51 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც სამხრეთ იტალიის ოლქში_აპულიაში ცხოვრობდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიის ამავე ქალაქში კიდევ ხუთი ადამიანია ამ გრიპით დაინფიცირებული.
შეგახსენებთ, H1N1-ის ვირუსი პირველად 2009 წლის მარტში მექსიკაში, აშშ-სა და კანადაში დაფიქსირდა, რაც ლეტალურად დასრულდა. სპეციალისტთა მონაცემებით, მსოფლიოში H1N1-ის ვირუსის დაახლოებით 18,5 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირების ფაქტები 200 ქვეყანაში აღმოაჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები