აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები 23 წლის საბა მეფარიშვილი და 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
ახალგაზრდებს პროკურატურა სახელმწიფო ქონების დაზიანებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ბრალდებულების ადვოკატები ისევ აღკვეთის გადახედვას ითხოვდნენ, როგორც იურისტები განმარტავენ, ზიანი, რომელიც სახელმწიფოს მიადგა, უკვე ანაზღაურებულია და შესაძელებელია გირაოს თავდებით მოხდეს ბრალდებულების გათავისუფლება. მოსამართლემ აღნიშნული არ დააკმაყოფილა. მომდევნო პროცესი 30 ივლისს, 4 საათზე გაიმართება.