თბილისის საქალაქოსასამართლომ "ანტისაოკუპაციო" მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა.
დავით ქაცარავას წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო ქაცარავა სამართალდამრღვევად სცნო სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში.
ჯარიმის გარდა, სანქციის სახით, მას ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება 2 წლის ვადით.
დავით ქაცარავა, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში გადიოდა მკურნალობას. ის საქმეზე დაზარალებულადაა ცნობილი.