"ლელოს' ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მათი პარტიის წევრი, მანანა ღვინჯილია 51-ე სკოლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
"ხელისუფლება ცდილობს, განათლების სისტემა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იმ გაზრდილ წნეხს ვხედავთ, რომელიც განათლების სისტემაშია. რამდენიმე დღის წინ, ჩვენი პარტიის თბილისის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ღვინჯილია 51-ე სკოლიდან, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ეს ყველაფერი ფართო კონტექსტის ნაწილია. ეს არის პოლიტიკური დევნა, პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც უკვე დიდი ხანია, განათლების სისტემაზე მიმდინარეობს - ერთადერთი მიზნით, რომ განათლების სისტემის გამოყენება ისე მოხდეს, როგორც საარჩევნო რესურსის". - თქვა ბუაძემ სკოლასთან გამართულ ბრიფინგზე.
ბრიფინგზე ღვინჯილიამაც ისაუბრა.
„51- ე საჯარო სკოლაში, ვიყავი მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის კორდინატორი, წარმოვადგენდი ტექნიკურ პერსონალს. 2 თვის წინ დირექტორმა ეკატერინე წითურიამ დამიბარა და მითხრა, რომ უნდა დამეწერა განცხადება და წავსულიყავი საკუთარი ნებით. მიზეზად მომიყვანა, რომ მას უკვე შერჩეული ჰყავდა კანდიდატურა ჩემს თანამდებობაზე მამაკაცი, რომელიც მისი გადმოსახედიდან უკეთესად შეასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას.
მისთვის ცნობილი იყო ჩემი ოჯახური მდგომარეობა, მაგრამ კიდევ ერთხელ განვუმარტე, რომ ვარ დევნილი აფხაზეთიდან, უსახლკარო ვცხოვრობ ქირით, ვარ სოციალურად დაუცველი მყავს 2 არასრულწლოვანი შვილი, მოხუცი დედა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ მე, ეს სამსახური ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.
ყოველგვარი გაფრთხილების და კომპესაციის გარეშე 18 ივლისს გამომიცხვეს შეთითხნილი ბრძანება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი შვილი სწავლობს 51- სკოლაში, მე მას არ გადავიყვან ამ სკოლიდან, დირექტორის გასაგონად მინდა ვთქვა. მე გავაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას, რომ რიგებს არ შეურთდნენ ისეთი ადამიანები, როგორიც ვარ მე,"- განაცხადა მანანა ღვინჯილიამ.