ბელგიის ქალაქ ანტვერპენეში "ოსური კულტურის ცენტრი" ამოქმედდა. აღნიშნულ ცენტრში, ოსური მხარის ინფორმაციით, შეხვედრები ყოველ კვირას გაიმართება.
"ცენტრის ფარგლებში იფუნქციონირებს ოსური ენისა და ნაციონალური ცეკვის სკოლა. ჩატარდება ლექციები ოსეთის ისტორიის, ტრადიციებისა და ჩვეულებების შესახებ. გაიმართება ოსური ფილმების ჩვენება, ბავშვებისათვის კი ოსურ ენაზე გახმოვანებული მულტფილმები იქნება ნაჩვენები", _ აცხადებს საერთაშორისო არაკომერციული ასოციაცია " Renaissance Sandidzan"-ის რადიონ პუხაევი.
მასალის გამოყენების პირობები