ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში კაცი დაჭრეს. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევას წინ რამდენიმე ადამიანს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
თვითმხილველების თქმით, კონფლიქტში მონაწილე პირები გარდაცვლილი ადამიანის წლისთავზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ შორის, კონფლიქტი მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ბრალდებული დაკავებული.