ჯულიან ასანჯის სასამართლო პროცესი დღეს ბრიტანეთის სასამართლოში გაიმართება. სკანდალურ ვებგვერდ "ვიკილიქსის" დამფუძნებელს ასანჯის საქმის მოსმენა ბელმარშის სასამართლოში გაიმართება.
შვედეთის პროკურატურა ასანჯს გაუპატიურებასა და ძალადობაში ადანაშაულებს და მის ექსტრადაციას მოითხოვს. დაცვის მხარე კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებულზე ზეწოლა "ვიკილიქსის" სკანდალურ მასალებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, ჯულიან ასანჯი ლონდონში დეკემბერში აიყვანეს. თუმცა მალე თავდებით გაათავისუფლეს.