19 ივლისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6996 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.94 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9382 ლარი გახდა.
1.57 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4871 ლარი გახდა.
ლარი ლირასთან მიმართებით გაუფასურდა და თურქული ლირას კურსმა 8.16 თეთრი შეადგინა.